პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ----კვლევის ანგარიში იხილეთ აქ..
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის
N1 საჯარო სკოლა
დაბალი მოტივაცია და
ჩართულობა ინგლისური ენის
საგაკვეთილო
პროცესში
იზო დანელიას
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2018-2019წწ.
სარჩევი
I.შესავალი
.........................................................................................................................გვ.
2
ა.თემის აქტუალობა
........................................................................................................გვ.
3
ბ.პრობლემის ანალიზი
...................................................................................................გვ.
4
გ.კვლევის მიზანი.
...........................................................................................................გვ.
5
დ.კვლევის ამოცანები
.....................................................................................................გვ.
5
II.ლიტერატურის მიმოხილვა
.......................................................................................გვ.
6
III.კვლევის დიზაინი
......................................................................................................გვ.
18
ა.ძირითადი საკვლევი კითხვა და ქვეკითხვები
.................................................... გვ. 18
ა.სამიზნე ჯგუფის...........................................................................................................გვ.
19
გ.კვლევის მეთოდები
...................................................................................................
გვ. 22
დ.კვლევის ვადები
........................................................................................................
გვ. 23
ე.მონაცემთა
ანალიზი
.................................................................................................. გვ. 24
ვ.ინტერვენციები
........................................................................................................... გვ. 36
IV.ინტერვენციების შედეგების შეფასება ................................................................. გვ. 40
V.მიგნებები და რეკომენდაციები
.................................................................................გვ.
41
VI. დასკვნა (მოკლე შეჯამება)
........................................................................................
გვ. 42
VII. ბიბლიოგრაფია
.......................................................................................................
.გვ. 43
VIII.
დანართები
......................................................................................................... გვ. 44
I X. რეფლექსია
კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ .................................. გვ 48
I.შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის N1 საჯარო
სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
იზო დანელიას მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს თემაზე: ,,დაბალი მოტივაცია
და ჩართულობა ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში“. კვლევის მიზანია მე-7 კლასში დაბალი
მოტივაციისა და ჩართულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა,ინტერვენციების დაგეგმვა,
განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
ნაშრომი
შედგება თავებისა და ქვეთავისაგან. სარჩევში ჩამოთვლილია კვლევის შემადგენელი თავები
და ქვეთავები, მითითებულია შესაბამისი გვერდები. I თავში-შესავალში წარმოჩენილია საკვლევი
საკითხის, პრობლემის აქტუალობა და ანალიზი, ასევე ფორმულირებულია კვლევის მიზანი, რომელიც
პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს და კვლევის ამოცანები, კვლევის განხორციელების
გზები. II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
III თავში-კვლევის დიზაინი, ჩამოყალიბებული ძირითადი საკვლევი კითხვები: მითითებულია
სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები, განხორციელებული მონაცემთა ანალიზი, ასევე რა ინტერვენციები დაიგეგმა და როგორ განხორციელდა
ისინი. IV თავში მოცემულია ინტერვენციის შედეგის შეფასება და გაანალიზებულია, თუ რა
მეთოდებით შეფასდა განხორციელებული ინტერვენციის შედეგიანობა. V თავში მოცემულია მიგნებები და რეკომენდაციები-კვლევის
შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების დასაძლევად.
VI თავში მოცემულია დასკვნა. VII თავში
ბიბლიოგრაფია, რომელშიც ჩამოთვლილია კვლევის მსვლელობისას გამოყენებული წყაროები. VIII თავში მოცემულია დანართები, მონაცემები კვლევის პროცესისა
და შედეგების სრულყოფილად წარმოსაჩენად . I X თავში გადმოცემულია კვლევის შედეგების გაზიარების
რეფლექსია.
ა.თემის აქტუალობა
საკვლევი საკითხის მიმოხილვა საკუთარ პრაქტიკაზე
დაკვირვებით, ხშირად ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში- მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია
და ჩართულობა აშკარად შეიმჩნევა. ამ პრობლემამ ძალიან დამაფიქრა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო,
დაბალი მოტივაციისა და ჩართულობის მიზეზი და როგორ შეიძლებოდა გამეხადა სასწავლო პროცესი
უფრო ეფექტური. ყველა მასწავლებელი დაინტერესებულია, რომ მის მოსწავლეებს კარგი შედეგი
ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ , ამას ხშირად ვერ ვაღწევთ, რადგან მოსწავლეებს არა აქვთ
ჩამოყალიბებული არსებული საგნისადმი სწავლის ინტერესი, ან ვერ ხედავენ ცოდნის მიღების
საჭიროებას, მის მოთხოვნილებას. ვერც მშობელი და ვერც მასწავლებელი ვერ ვაიძულებთ მოსწავლეს
ისწავლოს კარგად, როცა ის გულგრილია სწავლის მიმართ, ნაკლებად არის დაინტერესებული,
რომ ცოდნა მიიღოს და ვერც აცნობიერებს მის საჭიროებას. ასეთ დროს სკოლის წინაშე ჩნდება
კითხვა, როგორ ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს დადებითი მოტივაცია ცოდნის მიღებისადმი და
როგორ შეიძლება სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო შედეგიანი.
მოკლე ინფორმაცია მე-7 კლასის შესახებ. სკოლაში საბაზო
საფეხურზე მე-7 კლასში
გამოიკვეთა პრობლემა: მოსწავლეების დაბალი მოტივაცია
და ჩართულობა ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილზე
ყოველთვის ვცდილობ კარგად ავუხსნა ახალი საგაკვეთილო მასალა, გავაკეთებინო სხვადასხვა
სავარჯიშოები, ზოგიერთი მოსწავლეები ნაკლებად მოტივირებულები არიან და ჩემს
მოლოდინებს ნაკლებად ან სულ არ ამართლებენ, შეიძლება ითქვას, რომ არ გამოხატავენ დაინტერესებას
მოცემული საგნისადმი, რაც თავისთავად იწვევს რამდენიმე სახის პრობლემას: დაბალი ხარისხის
ჩართულობას გაკვეთილზე, შიშს დაბალი შეფასების მიღების მიმართ და შედეგად- სასწავლო
პროცესის ეფექტიანობის დაბალ ხარისხს.
ბ. პრობლემის ანალიზი
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა,
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ სასწავლო
პროცესში, რადგან სასწავლო მასალა შედარებით მცირეა და ადვილად ასათვისებელი,
ასევე მშობლებიც ამ ასაკში უფრო მეტ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს, ეხმარებიან დავალების შესრულებაში. რაც შეეხება საბაზო საფეხურს,
მოსწავლეები უფრო დატვირთულები არიან სპორტული, თუ შემოქმედებითი
აქტივობებით, ასევე, სასწავლო მასალა უფრო ვრცელი ხდება, მშობლებიც შედარებით ნაკლებად
არიან ჩართულები,რის გამოც მოსწავლეებს უჭირთ მასალის გაგებაც, რაც იწვევს მოტივაციის
შემცირებას, რაც საბოლოოდ მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
სავარაუდოდ,
პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ასევე ჩაითვალოს ისიც, რომ ამ ასაკის ბავშვებს,
უკვე უჩნდებათ დიდი სურვილი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, კომპიუტერის და ტელეფონის
ხშირი მოხმარებით ისინი მეტ-ნაკლებად შორდებიან წიგნს, რაც პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
პრობლემის მნიშვნელობა.
დაბალი მოტივაცია და ჩართულობა ინგლისური ენის მიმართ, მეტად
ყურადსაღებია, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისური ენა გლობალური ენაა, ეს ენა მსოფლიოში
საერთაშორისო ენად არის აღიარებული, ინგლისური
ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად , რამდენად არის ენა მსოფლიო დიპლომატიის,ერთა
შორის კულტურის,მეცნიერების და ბიზნესის საკომუნიკაციო ენა. ინგლისური ენის ცოდნას
შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა, ეს ენა ბევრს ახალს შესაძლებლობებს უხსნის კარს.
ინგლისური ენა არის ინტერნეტის ენა, ამ ენის ცოდნა გვაძლევს უპირატესობას მოვიპოვოთ
ინფორმაცია, რომელიც სხვა შემთხვევაში მიუწვდომელი იქნებოდა. ინგლისური ენის ცოდნით
იზრდება დასაქმების შესაძლებლობები, ამ ენის ცოდნაზე არის დამოკიდებული წარმატებული
კარიერაც.
გ.კვლევის
მიზანი
ჩემი კვლევის მიზანია მე-7 კლასის მოსწავლეთა დაბალი
მოტივაციისა და ჩართულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების
დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:
·
მე-7
კლასის მოსწავლეთა დაბალი მოტივაციისა და ჩართულობის გამომწვევი ფაქტორების დადგენა;
·
მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებელი ეფექტური სტრატეგიების ძიება;
·
ჩემს
მიერ განხორციელებული კვლევის შეჯამება/შეფასება;
·
ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის კოლეგისთვის გაზიარება;
დ .კვლევის ამოცანები
გამომდინარე იქიდან, თუ რა ქმედებებს განვახორციელებდი
კვლევის ფარგლებში დავისახე კვლევის შემდეგი ამოცანები:
·
მოსწავლის
ფოკუსირებული დაკვირვება, იმის დასადგენად, თუ როგორია მათი მოტივაცია და ჩართულობა
სასწავლო პროცესში;
·
ფოკუს-ჯგუფის
შექმნა;
·
პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება
·
პედაგოგთა
გამოკითხვა/ფოკუსირებული/
·
რაოდენობრივიგამოკითხვა/ანკეტირება/
·
მონაცემების
ანალიზი;
·
შედეგების
პრეზენტაცია/
II.ლიტერატურის მიმოხილვა:
სწავლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას
მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება ანუ მოტივაცია წარმოადგენს. მოტივაციის პრობლემა
ხშირად ხდება შესწავლისა და კვლევის საკითხი.
ალბათ, ყველა მასწავლებელი დაეთანხმება მოსაზრებას რომ მოტივაცია სასწავლო პროცესის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს. ზოგიერთი ბავშვი სწავლისადმი შინაგანად არის განწყობილი და დიდ ენთუზიაზმს ამჟღავნებს, სხვებს კი სწავლისადმი მოტივაციის გასაღვივებლად
დამატებითი სტიმულაცია, წახალისება სჭირდება
და ამას მასწავლებლისაგან მოელიან. იმისათვის, რომ მასწავლებელმა ამ რთულ
ამოცანას წარმატებით გაართვას თავი, ის კარგად უნდა ერკვეოდეს იმ ფაქტორებში, რომელიც
სწავლისადმი მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება/შესუსტებაზე მოქმედებს. ეს ფაქტორები
შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის შინაგან მდგომარეობასთან, მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ან შეიძლება გარემოს გავლენას უკავშირდებოდეს. მაგალითად,
რატომაა, რომ ერთი მოსწავლე გულმოდგინედ აკეთებს დავალებას, მეორე კი ტელევიზორის ყურებას
არჩევს. რატომ არის, რომ ერთი მოსწავლე
ყურადღებით და დიდი ჩართულობით ასრულებს დავალებას, სხვა კი დავალებას მექანიკურად აკეთებს, ერთი სული აქვს როდის დაასრულებს, როგორც
ვხედავთ, სწავლასა და მოტივაციაზე მრავალი
ფაქტორი ახდენს გავლენას.
ამ ფაქტორების განსხვავებული კომბინაცია მოსწავლეთა
განსხვავებულ ტიპებს გვაძლევს.
აღარავინ დაობს, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. აღარც ის მოსაზრებაა
საეჭვო, რომ სწორედ
მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა
დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის
ხარისხი.
რა არის
მოტივაცია? მოტივაცია არის იმპულსი/სურვილი, შინაგანი პროცესი,
რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს
და ამ ქმედებებს გარკვეული
მიზნის
მიღწევისაკენ მიმართავს. ფსიქოლოგიაში
ტერმინს ,,მოტივაცია“ იყენებენ
მოსწავლის სწავლის პროცესში
ჩართულობის, მისი სწავლის
მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის
აღნიშვნისთვის.
ჩვეულებრივ
მეტყველებაში მოტივაციაში იგულისხმება,
ის რაც ადამიანს ამოძრავებს
აძლევს მიმართულებას, გეზს, ეს გავლენა შეიძლება
მოდიოდეს როგორც პიროვნების შიგნიდან
(ინტერნალური ფაქტორები, როგორიცაა ჯილდო,
სოციალური ზეწოლა, დასჯა და სხვა)
განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის
განხილვისას განასხვავებენ ორ ძირითად ფაქტორს:
შინაგან და გარეგანს: შინაგანი მოტივაცია, ამა თუ იმ
საგნის/საკითხის შესწავლის სურვილიდან
გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ
ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული,
მათთვის ნაკლებად მნისვნელოვანია წახალისება და ჯილდო. ამის საპირისპირო ტენდენციაა,
როცა რაღაცას კარგი შეფასებისთვის,
დასჯის თავიდან აცილების
მიზნით, თავის კარგად წარმოჩენის, მასწავლებლის
სიამოვნებისთვის ან სხვა რაიმე მიზეზით
ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა.
ექსპერტებს მიაჩნიათ,
რომ მასწავლებელმა სწორედ შინაგანი მოტივაციის
გასაძლიერებლად არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა,
თუმცა სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება.
სწორედ გარე ფაქტორების
მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ
მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.
მნიშვნელოვანია
თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე
ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად
ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ
ღია პოზიტიური ატმოსფერო,
საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ამასთან დაკავშირებით განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები
გვირჩევენ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ
მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს.
მაგალითად:
დადებითი
უკუკავშირი. დადებით უკუკავშირად
შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება,
განმავითერებელი და არა განმსაზღვრელი
შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს
გაუსვამს ხაზს და არა მარცხს.
განმავითარებელი შეფასება წარმოაჩენს
მათ ყველა მიღწევას,
თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანსა და კომპლექსურს.
შესრულებადი
ამოცანების დასახვა. სპეციალისტები გვირჩევენ
მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ მარტივი
შესრულებადი ამოცანები. ძნელად შესასრულებელი
ამოცანები სწავლის მოტივაცის
მხოლოდ ვნებს.
რეალისტური
მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული
თემატიკა. მოსწავლის
შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად
მნიშვნელოვანია, რომ საწავლო მასალა
უნდა ასახავდეს მათ რეალურ ცხოვრებას, შერჩეული უნდა იყოს ასაკისა
და ინტერესების გათვალისწინებით.
არჩევანის
უფლების მინიჭება . მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება
მოსწავლისათვის ერთგვარი ავტონომიის
მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს
არჩევანის თავისუფლება. სასურველია
მოსწავლეს მსგავსი თემატიკის
ტექსტებიდან, ამოცანებიდან და სხვა
ერთ-ერთის არჩევანის უფლება
ჰქონდეს.
კუთვნილების
შეგრძნების გაღვივება. შეგრძნების
გაღვივება მნიშვნელოვანია,
მოტივაციის ასამაღლებლად.
კვლევების თანახმად, მოსწავლეები,
რომლებსაც
სკოლისადმი, კლასისადმი, საზოგადოდ აკადემიური გარემოსადმი კუთვნილების შეგრძნება აქვთ, გაცილებით
უკეთ ართმევენ თავს სასწავლო პროცესს.
მხარდაჭერაზე დაფუძნებული
ურთიერთობა. მზრუნველობასა
და მხარდაჭერაზე ორიენტირებული
ურთიერთობა, რომელსაც მასწავლებელი
უყრის
საფუძველს,
კიდევ ერთი ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის
მოტივაციის ასამაღლებლად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს
აღსაზრდელებთან კომუნიკაცია, თანაგრძნობისა და სიმპათიის
გამოხატვა. ,,ურჩი“ მოსწავლეებისათვის
სასწავლო სტრატეგიების შემუშავება.
დაბალი აკადემიური მოსწრებისა
და სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო
ქცევის მქონე მოსწავლეთა ძირითად
პრობლემას სწავლის დაბალი
მოტივაცია - წარმოადგენს. ასეთი მოსწავლეებისათვის მოტივაციის
ასამაღლებლად სასურველია მართებული
სასწავლო სტრატეგიების დასახვა,
მაგალითად ამა თუ იმ აქტივობის
გეგმის
შემუშავება, ჩანაწერების გაკეთება, შავი ნამუშევრის გადათეთრება
და სხვა. ამა თუ იმ აქტივობისთვის შესაფერისი
სასწავლო სტრატეგიის შეთავაზებით
მასწავლებელმა შესაძლოა საგრძნობი
შედეგი მიიღოს მოტივაციისა და აკადემიური
მოსწრების გაუმჯობესების კუთხით
აბრამ
მასლოუს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის
ერთ-ერთ ღირშესანიშნავ წარმომადგენლად მიიჩნევენ.
მას მიაჩნდა, რომ ადამიანის ქცევაზე
მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს ორივე , შინაგანი და გარეგანი
ძალები. გარდა ამისა, მასლოუ
ხაზს უსვამდა იმას, რომ ადამიანს
არჩევანის გაკეთებისა და ნებისყოფის გავარჯიშების
უნიკალური უნარი აქვს. მასიოუს მიხედვით
ადამიანის მოთხოვნილებები ქმნის იერარქიას; მოთხოვნილება თითოეულ დონეზე გარკვეული ინტენსივობით უნდა დაკმაყოფილდეს,
რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება შემდეგ დონეზე გადასვლა.
მასლოუ განასხვავებდა
ძირითად მოთხოვნილებებს და მეტა მოთხოვნილებებს.
არსებითი მოთხოვნილებები(დეფიციტურ
მოთხოვნილებებსაც უწოდებენ) გულისხმობს:
·
ფიზიოლოგიურ
მოთხოვნილებებს (საკვებს, წყლის მიღებას)
·
უსაფრთხოების მოთხოვნილებებს (კომფორტის, უსაფრთხო პირობებში
ყოფნის სურვილი.
·
სიყვარულისა
და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებებს,(ურთიერთობების, ურთიერთმიჯაჭულობის, ჯგუფთან მიკუთვნებულობის);
·
თვითპატივისცემის
მოთხოვნილებებს(მაღალი თვითშეფასების ქონის, პატივისცემის და აღიარების.
მოტივაციის ძირითადი პრინციპები. არსებობს მოტივაციის ძირითადი
პრინციპები, როლებიც ნებისმიერი
სასწავლო პროცესის დროს უნდა გავითვალისწინოთ.
საკლასო გარომომ ხელი უნდა
შეუწყოს მოსწავლის დაინტერესებას სწავლით.
მასწავლებელი,
რომელიც მოახერხებს თბილი, თავისუფალი სასწავლო
გარემოს შექმნას, მოსწავლეებს სწავლისადმი
დადებით განწყობას აღუძრავს..ეს სასურველ შედეგს
იძლევა, როგორც მოსწავლეებში, ისე მოზრდილებში. საინტერესო აუდიოვიზუალური მასალა-
ბუკლეტები,პლაკატები და სხვადასხვა თვალსაჩინოება-
მოსწავლეებში ყურადღების მობილიზებას იწვევს და ცნობისმოყვარეობას
აღძრავს.
ინსენტურ(მასტიმულირებელ)-მოტივაციური
სწავლება. მასწავლებელი
სტიმულს აძლევს მოსწავლეებს შექებით. მან თვითონ უნდა შეარჩიოს სტიმულის ისეთი
ფორმა, რომელიც მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას აღუძრავს. ჩვეულებრივ სასწავლო სიტუაციაში
მოტივაციას გარეგანი ფაქტორები (შექება, ჯილდო, დასჯის შიში) განაპირობებს,
რაც სასურველ შედეგს არ იძლევა. მოსწავლეებმა
უნდა იცოდნენ, რომ სწავლას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, სარგებლობა და სიხარული მოაქვს,
რაც სტიმულს აძლევს მათ შემდგომი კვლევა-ძიებისათვის.
ზოგიერთ მოსწავლეს სუსტი მოტივაცია გააჩნია. ასეთები მუდმივ შექებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.
მასწავლებლის სტიმული მოსწავლეებში შინაგან კმაყოფილებას უნდა იწვევდეს, მაგრამ ერიდეთ
გადაჭარბებულ შექებასა და ჯილდოებს, ამან შეიძლება მათი შინაგანი მოტივაცია დააქვეითოს.
წარმატების აღიარების კონკრეტული
სიმბოლოები. ბევრი მასწავლებელი,
რომელიც მოსწავლეთა წარმატებას სიტყვიერად აღიარებს, დაგვეთანხმება, რომ ზოგჯერ აღიარებისათვის ნივთიერი სიმბოლური ფორმის მიცემაც სასარგებლოა (,,ეფექტური სწავლება სკოლაში“-რობერტ ჯ.მარზანო)
მასწავლებელმა ასეთ ხელშესახებ ფორმად შეიძლება
სასაჩუქრე ბარათები, სტიკერები, ჯილდოები და მცირე საჩუქრები გამოიყენოს, ჯილდოები
არ ამცირებს შინაგან მოტივაციას, თუ ისინი კონკრეტული მიღწევის აღსანიშნავად ეძლევა ახალგაზრდას. ქვემოთ წარმოდგენილი მაგალითი გვიჩვენებს,
თუ როგორ შეიძლება სიმბოლური წამახალისებლის ეფექტური გამოყენება.
უკვე ორი
წელი იყო დერილი საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა. მას უყვარდა სწავლა და წარმატებულ
მოსწავლედ ითვლებოდა. ამ სემესტრში უჩვეულოდ ენერგიაგამოცლილად გრძნობდა თავს. დერილის
ნიშნები გაუარესდა და კლას
შიც გონებაგაფანტული იჯდა ხოლმე. მასწავლებელმა შეამჩნია
დერილს ეს ცვლილება. მასწავლებელმა გადაწყვიტა, მოსწავლეების ,, გამოსაფხიზლებლად“
და მათ დასახმარებლად
რამე ღონისძიებისთვის მიემართა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდის თარიღამდე ორი
კვირის მანძილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ყოველდღიურად ავარჯიშებდა მოკლე ამოცანებზე.
ყოველთვის, როცა მოსწავლე მაღალ ქულას (90-დან 100-მდე) ან წინა დღესთან შედარებით 10 ქულით აუმჯობესებდა შედეგს. მასწავლებელი
აჯილდოებდა, რაში მდგომარეობდა ჯილდო?
მხიარული სახის გამოსახულებიან სტიკერებში, წვეულების
ქუდებში და ა.შ. დერილი და მისი კლასელები გახალისდნენ; გამოცდაზე მოსწავლეებმა საუკეთესო
ნიშნები მიიღეს, მათი აკადემიური მოსწრება საგრძნობლად გაუმჯობესდა.
კლასში ძალისხმევის
გაძლიერებაზე მიმართული მეთოდების გამოყენება მოსწავლეებს მნიშვნელოვან გამოცდილებას
უვითარებს; ისინი აცნობიერებენ, რომ
დამატებითი მცდელობა გაზრდილ წარმატებასთანაა დაკავშირებული.
უფრო მეტიც, თუ მოსწავლეთა წარმატების აღიარების ტექნიკასაც გამოვიყენებთ, დავინახავთ,
რომ არა მხოლოდ გავზრდით მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, არამედ გავაძლიერებთ მათ
მოტივაციას, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ და კიდევ უფრო მეტი ენერგია მოახმარონ
მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვას.
სამწუხაროდ,
არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს
ხელს, რადგან ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ძალიან ბევრი მეცნიერი ცდილობს მისცეს მასწავლებლებს
რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
ეს რეკომენდაციებია:
1.რაც შეიძლება ხშირად ჩააგონეთ თქვენს
მოსწავლეებს, რომ მათ
ყველაფერი კარგად გამოუვათ ;
2. მიეცით მათ საშუალო
სირთულის დავალება, რომელიც არც ძალიან ეძნელებათ
და არც ძალიან ეადვილებათ. წარმატების შემთხვევაში ისინი საკუთარი თავის რწმენით აღივსებიან;
3.დაეხმარეთ მოსწავლეებს გაიგონ, რომ ისინი
დავალებას აკეთებენ არა
თქვენთვის,
არამედ საკუთარი ცოდნის დონის ასამაღლებლად.
4.დაეხმარეთ მოსწავლეებს , თავი იგრძნონ კლასის
სრულუფლებიან წევრებად (ისინი უნდა გრძნობდნენ,
რომ მათ მიერ გამოთქმული
აზრი ღირებულია და ანგარიშს უწევენ).
მოტივაციის ამაღლების ზოგადი
სტრატეგიები. რამდენად
სწორად გვესმის , რა სწირდება ჩვენს მოსწავლეებს.
მოსწავლე უფრო დიდი ხალისით სწავლობს მაშინ,
როცა მისი შინაგანი მოტივაცია და კლასის ენთუზიაზმი
ერთმანეთს ემთხვევა მოსწავლეთა ინტერესი სწავლისადმი მით უფრო დიდია, რაც უფრო სრულყოფილადაა
ორგანიზებული სასწავლო პროცესი და რაც უფრო მაღალი დონის მასწავლებელი ჰყავთ.
უზრუნველყავით მოსწავლეთა
აქტიურობა სწავლების პროცესში. მოსწავლეები
გამოცდილებას შრომის პროცესში იძენენ, როცა ისინი წერენ, კითხულობენ, თხზავენ და
წყვეტენ ამა თუ იმ პრობლემას. პასიურობა მოსწავლეთა მოტივაციასა და ცნობისმოყვარეობას
ანელებს. დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ პრობლემის არსი და მისი გადაწყვეტის
საჭიროება, ამუშავეთ ისინი მცირე ჯგუფებად.
დაადგინეთ, რომელმა ფაქტორებმა განაპირობეს თქვენი
მოსწავლეების მოტივაციის
ზრდა და პირიქით.
მეცნიერმა სასმა (1989) თავის მოსწავლეებს ასეთი დავალება მისცა: თითოეულ
მათგანს ჩატერებული გაკვეთილებიდან უნდა ამოერჩია ორი: ერთი, რომელმაც მოტივაციის ზრდას
შეუწყო ხელი და მეორე, რომელმაც, მოტივაციის შემცირება გამოიწვია. მასწავლებლებმა ჯერ ინდივიდუალურად შეასრულეს დავალება,
შემდეგ კი - ჯგუფურად. ჩატარებულმა სამუშაომ გვიჩვენა, რომ მოტივაციის ზრდას რვა ძირითადმა
ფაქტორმა შეუწყო ხელი. ესენია:
1 .მასწავლებლის ენთუზიაზმი;
2 .შესაბამისი მასალა;
3. მაღალ
დონეზე ორგანიზებული სასწავლო კურსი;
4. საშუალო სირთულის მასალა;
5.
მოსწავლეების აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში;
6.
ურთიერთნდობის ფაქტორი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის;
7. მრავალფეროვნება;
8.ცოცხალი, კონკრეტული და ადვილად გასაგები
მაგალითების მოყვანა.
უკუკავშირი,
როგორც მოტივატორი
მოსწავლეებისათვის უკუკავშირის მისაცემად, მასწავლებლები უკუკავშირის სამ ძირითადად ფორმას იყენებენ: შექება, შედეგების გაცნობა და
ნიშნები. იმისათვის, რომ შექება ეფექტური იყოს
და მოსწავლის მოტივაციის გაზრდას ხელი შეუწყოს, ის უნდა იყოს კონკრეტული, უნდა ეხებოდეს
მოსწავლის კონკრეტულ წარმატებას. იმისათვის, რომ წერილობით ნამუშევარზე გაკეთებული
უკუკავშირი ეფექტური იყოს, მასწავლებელმა მოსწავლეს ის დროულად უნდა მიაწოდოს. უკუკავშირი
ეფექტურია მაშინ, როცა ის შეიცავს ინდივიდუალურ
კომენტარებს ნამუშევრის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ,
მასწავლებლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ტესტები და ქულები განსაკუთრებულ
გავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე, თუმცა კვლევები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ-
ტესტები ხშირად აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას ისწავლონ მხოლოდ იმისთვის, რომ ტესტი ჩააბარონ, სხვა სიტყვებით- ისწავლონ ტესტისთვის, როგორც გამოცდილება
აჩვენებს, ტესტები და მაღალი ნიშნები მოტივაციას მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეებში ზრდის. დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის
კი ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ნიშნები მასწავლებლი ს მიერ გამოყენებული
-მოტივაციის გაზრდის ერთადერთი საშუალება არ უნდა იყოს.
მოტივაციის ამაღლებისათვის სასკოლო
პრაქტიკა გამოყოფს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეფასებას, რადგან
შეფასებისას იცვლება მოსწავლის
შესაძლებლობები. თუმცა ეს ის საკითხია, სადაც ყველაზე
მეტად გვმართებს დიდი სიფრთხილე, რადგან არადეკვატურმა
დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება. ,,შეფასების
პროცესში აუცილებელია დავიცვათ სანდოობა,
ვალიდურობა,,ობიექტურობა და გამჭვირვალობა“.(სწავლება
და შეფასება რ.ტყემალაძე და სხვები.2009 გვ.77)
როდესაც შეფასებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა
მოვიაზრებთ შეფასების ორ ტიპს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. ,, ეროვნული სასწავლო გეგმა განმსაზღვრელი შეფასებით
აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებაში, განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება
ქულა, განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს
თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და ხელს უწყობს
სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი საშუალებები,
როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი,
რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და
სხვა.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების
აღწერილობა.
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის მიღწევის
დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა.
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
შეფასების
შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის ხელშესაწყობად განსაკუთრებული აქტივობის შერჩევა,სწავლების სტრატეგიის შეცვლა,
რჩევა-დარიგების მიცემა და სხვა.
|
მომდევნო
ეტაპზე (კლასში/საფეხურზე)დაშვება/არ დაშვება
|
წარმატების
კრიტერიუმების განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე(საკუთარ
მიღწევებთან მიმართებით-რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ
შედეგებს(ყველასათვის საერთო, სტანდარტით
დადგენილ ნორმასთან მიმართებაში)
|
შეფასების
საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების
რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი;
(ზეპირი წერილობითი)
კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა
|
ქულა
|
(ეროვნული-სასწავლო გეგმა 2011-2016.მუხლი16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი.) სასწავლო
პრაქტიკიდან გამომდინარე და ასევე ცხრილშიც
ნათლად ჩანს, რომ სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებისათვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება განმავითარებელ შეფასებას.
განმავითარებელი შეფასება უფრო
ეფექტური, რომ იყოს ,,განმავითარებელი
შეფასების პროცედურა ისეთ დროს უნდა განხორციელდეს, რომ მასწავლებელს მის საფუძველზე შესაბამისი
ცვლილების შეტანა შეძლოს; მოსწავლეს
კი შეეძლოს სწავლის პროცესში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ან შეფასებიდან მიღებულმა უკუკავშირმა მას მოტივაცია
გაუძლიეროს (მოსწავლის წიგნი შეფასება თ.კობახიძე და სხვები.2016წ.გვ.98)
თუ მასწავლებელი და მშობელი ორიენტირებულნი არიან მოსწავლის მხოლოდ ნიშანზე
,,ბავშვი სწავლობს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელი არ გაუბრაზდეს, რომ
გაუშვან მეგობართან ; უყიდონ რაიმე ნივთი და ა.შ. ხშირად მასწავლებლები და მშობლები თვითონ ახდენენ სწავლისადმი ასეთი დამოკიდებულების პროვოცირებას,
ყურადღებას აქცევენ ბავშვის მიერ მიღებულ ნიშანს და
არა რეალური ცოდნის
მიღების საჭიროებას. ეს კი ყველაფერი
იწვევს სწავლის დაბალ მოტივაციას“ (ბავშვის განვითარების ასაკობრივი განვითარებები.
მ. მელიქიშვილი 2013.გვ.56-57)
რა მნიშვნელობა ენიჭება მშობლის
სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას? მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა ხელს ყწყობს
მოსწავლის წარმატებას და აძლიერებს მათ თვითშეფასებას. თუ ბავშვმა იცის, რომ მშობელი
დაინტერესებულია შვილის აკადემიური წარმატებით, ეს დადებითად მოქმედებს მის მოტივაციაზე.
სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშობლის უფლება, რომ
პერიოდულად მიიღოს ახალი მონაცემები ბავშვის აკადემიური მოსწრებისა თუ ქცევის შესახებ.
აგრეთვე იმ მოთხოვნების შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაც ბავშვის სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად სჭირდება.
კარგი კომუნიკაციის უნარი წარმატებული
ურთიერთობის წინაპირობაა. კომუნიკაციის სხვადასხვა
ხერხი არსებობს. უმჯობესია მასწავლებელმა ამაზე
სასწავლო წლის დასაწყისიდანვე იზრუნოს.
აცნობეთ მშობლებს მომავალი საკლასო ღონისძიებების, საშინაო დავალებების შესრულების
ხარისხის, თქვენი მოლოდინისა და კლასის ორგანიზების საკითხების შესახებ.
ყოველთვის
გააცანით მშობლებს ბავშვის დადებითი შედეგები, ეს კი საშუალებას მისცემს მათ, რომ
შეაქონ ბავშვი. ამით კი ბავშვს თვითშეფასება აუმაღლდება.
გახსოვდეთ,
რომ ხშირად მშობლის სასკოლო ცხოვრებაში სათანადო ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს
ბავშვის მოტივაციის ამაღლებაზე. მასწავლებელს, ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით,
შეუძლია წაახალისოს მშობლები და ჩართოს ისინი
სასწავლო პროცესში.
III. კვლევის დიზაინი
ა. ძირითადი საკვლევი კითხვა და ქვეკითხვები
რა არის მე-7 კლასში მოსწავლეთა
დაბალი მოტივაციისა და ჩართულობის გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები?
ამისათვის ჩემი კვლევა
წავმართე შემდეგი საფეხურების გავლით:
1.მოსწავლეთა მოტივაციის
შესწავლა და მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.
2.ძირითადი თეორიული მიდგომები მოტივაციისადმი.
3. რა ფაქტორები უწყობს
ხელს მოტივაციის ამაღლებას?
4.სწავლის მოტივაციის გაზრდის
სტრატეგიების ძიება
5.მოსწავლეთა მოტივაციის
ასამაღლებელი სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება
6.მიღებული შედეგების ანალიზი
ქვეკითხვები
·
რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე;
·
რამდენად იცნობს მასწავლებელი მოტივაციის ასამაღლებელ
სტრატეგიებს და რამდენად იყენებს მას;
·
რამდენად ითვალისწინებს მასწავლებელი მოსწავლეთა მზაობას
საგაკვეთილო პროცესში;
·
რამდენად იცნობს მასწავლებელი მოსწავლეთა სოციალურ მდგომარეობას;
·
რამდენად გეგმავს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს,
მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების
გათვალისწინებით;
·
გაზრდის თუ არა მოსწავლის სწავლისადმი
დამოკიდებულებას დროული და ეფექტური
უკუკავშირი (განმავითარებელი შეფასება)?
·
რამდენად მოსწონს მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება და თვით მოსწავლეები იღებენ
თუ არა მონაწილეობას რესურსების შექმნაში;
·
რომელი სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეებს იმაში, რომ სასწავლო პროცესი
გახდეს უფრო საინტერესო;
·
რამდენად საინტერესოა მოსწავლეებისთვის მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობები (მუშაობა წყვილებში. ჯგუფური მუშაობა,
როლური თამაშები და ა. შ).
·
რამდენად არიან ჩართული მშობლები სასწავლო პროცესში
და რა გავლენას ახდენს მათი აქტიურობა მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაზე.
ბ. კვლევის სამიზნე ჯგუფი
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდიჭყონის N1 საჯარო სკოლის
მე-7 კლასის
მოსწავლეები;
მოსწავლეთა რაოდენობა-10 მოსწავლე;
გოგონა -6
ვაჟი - 4
/ სასკოლო
ასაკი -7 წელი/
მე -7 კლასის მშობლები
მე -7 კლასში შემავალი მასწავლებლები
ჩემი კვლევის განხორციელებისათვის აქტიური მონაწილეობა მიიღეს
მე -7 კლასის მშობლებმა და ამავე კლასის
მასწავლებლებმა. კვლევის პერიოდში კვლევის ჯგუფში შემავალი პირების მონაწილეობა
მეტად მნიშვნელოვანია. სკოლის მოსწავლეთა მშობლების ჩართვა დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციისა
და ჩართულობის გამომწვევი მიზეზების დადგენაში. იმისათვის, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთონ
სასკოლო ცხოვრებაში მეტი კომუნიკაცია
და ურთიერთობა უნდა იყოს მასწავლებლებსა
და მშობლებს შორის., რადგან ,,მშობლები საუკეთესო მასწავლებლები“ არიან, რათა დაეხმარონ თავიანთ შვილებს.
მე -7 კლასის მოსწავლეები- სამიზნე ობიექტები, ხოლო რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩემს კვლევაში მონაწილე
პედაგოგები არიან საბაზო საფეხურის
მე 7 კლასის მათემატიკის, ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან, ამავე კლასის
მოსწავლეებს. მათი მონაწილეობა ჯგუფში მნიშვნელოვანია გამოცდილების
გაზიარების მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიაროს მასწავლებლებმა, თუ რა შეიძლება იყოს მე
-7 კლასში დაბალი მოტივაციისა და ჩართულობის გამომწვევი მიზეზები საგაკვეთილო პროცესში.
მათი გამოკითხვა ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივი დაგეგმვისათვის და პრობლემების გადაჭრის ალტერნატული გზების ძიებისათვის.
სკოლის ადმინსტრაცია
|
მე -7 კლასის
მოსწავლეები
|
მე -7 კლასის მოსწავლეთა
მშობლები
|
მე- კლასის საგნის მასწავლებლები
|
ადვოკატირება -საორგანიზაციო
საკითხის
მოგვარება
|
სამიზნე სუბიექტები
|
დამხმარე სუბიექტები
|
გამოცდილების გაზიარება,
ერთობლივი დაგეგმვა
|
გ,
კვლევის მეთოდები
კვლევის პროცესში,
კვლევის სანდოობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მოვახდინე რაოდენობრივი და თვისებრივი
მეთოდების ერთობლივი გამოყენება, რადგან თვისებრივი მეთოდი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის/
პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი
მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების უნარს.
საკვლევ საკითხებზე პასუხის
გასაცემად გამოვიყენე კვლევის შემდეგი
მეთოდები:
ü
ფოკუსირებული
დაკვირვება
ü
ფოკუსჯგუფი
ü
ინტერვიუ
ü
რაოდენობრივი გამოკითხვა - ანკეტირება
ფოკუსირებული დაკვირვება
- დაკვირვების ეტაპზე, კვლევის განმავლობაში ინდივიდუალურად
ვაკვირდებოდი და ვინიშნავდი იმ მოსწავლეებს,
რომლებიც ყველაზე დაბალ მოტივაციას იჩენდნენ ინგლისური
ენის საგაკვეთილო პროცესში. ვაკვირდებოდი თუ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზი და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ქმედებების შემუშავება.
ასევე დაკვირვების მიზანი იყო დამედგინა, თუ რამდენად
მიმზიდველია მოსწავლეთათვის ჩემს მიერ შეთავაზებული აქტივობები ინგლისური ენის
გაკვეთილზე.
ფოკუს-ჯგუფი. ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი მასწავლებლებთან, რომლებიც მე-7 კლასს ასწავლიან, მისი მიზანი იყო უკუკავშირის გზით რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
ინტერვიუ . ჩატარდა ინტერვიუ კლასის ხელმძღვანელთან მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესახებ, მიზანი იყო დამედგინა
მოსწავლეთა სოციალური ფონი, რომელიც შეიძლება მიზეზი ყოფილიყო მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის
და ჩართულობის.
რაოდენობრივი გამოკითხვა. ჩატარდა ანკეტირება, დახურული ანონიმური გამოკითხვა
მშობლებთან და მოსწავლეებთან. გამოკითხვა
,, დაბალი მოტივაციისა და ჩართულობის შესახებ“ ჩატარდა ორ ეტაპად- კვლევის დაწყებისას
და კვლევის დასრულებისას, მიზანი იყო
საბოლოოდ დამედგინა და შემეფასებინა შესძლეს,თუ არა მოსწავლეებმა საბოლოოდ მოტივაციის ამაღლება.
მშობლებთან ანკეტირების მიზანი იყო, დამედგინა მათი აზრით რა იყო
მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდა მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე
საგაკვეთილო პროცესში. ასევე მოსწავლეებთან ანონიმური გამოკითხვის მიზანი
იყო დამედგინა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციისა და
ჩართულობის გამომწვევი მიზეზები, ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში,
რადგან ეს იძლევა შესასწავლი პრობლემის რაოდენობრივი დაკვირვების სურათს. (იხ. დანართი
#1 და#2)
დ. კვლევის ვადები
კვლევის ვადები. კვლევა დავიწყე თებერვლის დასაწყისში და დავასრულე 27 მაისს
აქტივობა
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
სამიზნე კვლევის შერჩევა.
|
ü
|
|||
პრობლემის განსაზღვრა
|
ü
|
|||
კვლევის მიზნის ჩამოყალიბება
|
ü
|
|||
კვლევის კითხვების და
ქვეკითხვების ჩამოყალიბება
|
ü
|
|||
ლიტერატურის გაცნობა
და მიმოხილვა
|
ü
|
ü
|
||
ფოკუს-ჯგუფის შექმნა
|
ü
|
|||
კითხვარების შედგენა
|
ü
|
|||
რაოდენობრივი
გამოკითხვა-ანკეტირება მოსწავლეების და მშობლების.
|
ü
|
ü
|
||
მონაცემების შეგროვება
|
ü
|
|||
შედეგების
ანალიზი
|
ü
|
|||
ინტერვენციების
დაგეგმვა
|
ü
|
|||
ინტერვენციების
განხორციელება
|
ü
|
ü
|
||
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
ü
|
ü
|
||
კოლეგებთან გაზიარება
|
ü
|
ცხრილიN1
ე. მონაცემთა ანალიზი
ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების, როგორც რაოდენობრივი,
ისე თვისებრივი მეთოდების გამოყენებით მიღებული
მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.
ფოკუსირებული დაკვირვებისას მოსწავლეებთან გამოიკვეთა რომ მოსწავლეთა ინტერესი
და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში ნაკლებია,
მოსწავლეთა ნაწილს უჭირს დავალების დამოუკიდებლად შესრულება, დაბალი აკადემიური მოსწრების
მქონე მოსწავლეები ძნელად ითვისებენ ლექსიკურ ერთეულს, ვინაიდან
იშვიათად ,
ხდება სხვადასხვა ინტერაქტიური სტრატეგიების გამოყენება,
რომლებიც მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს. მოსწავლეებს სურთ გაკვეთილზე
უფრო ხშირად იყოს გამოყენებული სწავლების ორგანიზების სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა:
მუშაობა წყვილებში, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური,
სწავლების ახალი ინოვაციური მეთოდები; ასევე სასურველია მათთვის ინფორმაციულ-საკომუნიცაციო
საშუალებების ფართო გამოყენება და გამოხატეს გაკვეთილზე გააქტიურების მზაობა.
კლასში შემავალ
მასწავლებლებთან ჩატარებული ფოკუს- ჯგუფის
ანალიზისას გამოვლინდა, რომ მასწავლებლები ნაკლებად თანამშრომლობენ ერთმანეთთან სწავლების
პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად. გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები მეტ-ნაკლებად
იცნობენ სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და იშვიათად იყენებენ მას საგაკვეთილო პროცესში,მასწავლებელი
არ გეგმავს სასწავლო პროცესს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ნაკლებად ახერხებს მოსწავლეთა
შესაძლებლობების გამოყენებას და რეალიზებას უკუკავშირის გზით. მასწავლებელთა ნაწილი
იშვიათად იყენებს, ან არ იყენებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, რაც მოსწავლეთა დემოტივაციას იწვევს.
ინტერვიუ კლასის ხელმძღვანელთან- გამოვლინდა, რომ ნაკლები კომუნიკაციაა კლასის დამრიგებელსა
და მშობელს შორის. ზოგიერთი მშობელი იშვიათად, თუ ესწრება მასწავლებლის მიერ მოწვეულ
მშობელთა კრებას, ნაკლებად არის ჩართული თავისი შვილის სასკოლო ცხოვრებაში, რაც თავისთავად
აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა და მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
რაოდენობრივი ანონიმური გამოკითხვა-ანკეტირება მშობლებთან
(ანკეტის შაბლონი მითითებულია
დანართი
#1) მშობლებმა დიდი ინტერესი და მზაობა გამოხატეს და
შეავსეს ანკეტები. დახურული ანკეტირების საფუძველზე დადგინდა, რომ 10 მშობლიდან,
რომელიც გამოიკითხა 1. კითხვაზე: ხართ თუ არა
დაინტერესებული, თქვენმა შვილმა იცოდეს ინგლისური? 80%-დიახ; 20% მეტ-ნაკლებად. 2. კითხვაზე-
უყვართ თუ არა ინგლისური? 70% დიახ;
20% არა; 10% მეტ-ნაკლებად. 3. კითხვაზე: არის თუ არა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის
ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული 60% დიახ; 40% მეტ-ნაკლებად
4. კითხვაზე ; დიდ დროს ანდომებს, თუ არა მოსწავლე
საშინაო დავალების შესრულებას, დადგინდა: 40% არა; 40% დიახ, 20%-მეტ-ნაკლებად
დიახ
|
არა
|
მეტ-ნაკლებად
|
არ ვიცი
|
სულ
|
|
ხართ თუ არა დაინტერესებული, თქვენმა შვილმა იცოდეს
ინგლისური?
|
8
|
2
|
10
|
||
როგორ ფიქრობთ, უყვარს თუ არა თქვენს შვილს ინგლისური?
|
7
|
1
|
2
|
10
|
|
არის თუ არა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა
პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებუ
ლი?
|
6
|
4
|
10
|
||
თქვენი შვილი საშინაო დავალებას დიდ დროს ანდომებს?
|
4
|
4
|
2
|
10
|
ცხრილიN2. კითხვარის შედეგები
5.კითხვაზე -იღებთ, თუ არა უკუკავშირს მასწავლებლისაგან,
დადგინდა 60%-დიახ; 20%-იშვიათად; 20%-მეტ-ნაკლებად. 6. კითხვაზე:აქვს თუ არა თქვენს
შვილს დადებითი მოტივაცია, როცა ინლისური აქვს, 10-მშობლიდან 70% პასუხობს -დიახ;
30%-მეტ-ნაკლებად. 7. კითხვაზე: უყვარს თუ არა თქვენს სვილს ინგლისური ფილმები (ანიმაციები)
მუსიკა, 70% პასუხობს-დიახ, ხოლო 30% მეტ-ნაკლებად.8. კითხვაში დასმულ, ითანამშრომლებენ,
თუ არა მშობლები ინგლისური ენის მასწავლებელთან 60% პასუხობს -დიახ; 20%-მეტ-ნაკლებად
და 20% იშვიათად.
დიახ
|
იშვიათად
|
არასდროს
|
მეტ-ნაკლებად
|
სულ
|
|
იღებთ თუ არა უკუკავშირს მასწავლებლისაგან?
|
6
|
2
|
2
|
10
|
|
აქვს თუ არა თქვენს შვილს დადებითი მოტივაცია, როცა ინგლისური აქვს?
|
7
|
3
|
10
|
||
უყვარს თუ ,არა თქვენს შვილს ინგლისურის ფილმები
(ანიმაციები) მუსიკა
|
7
|
3
|
10
|
||
ითანამშრომლებთ თუ არა ინგლისურის მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით?
|
6
|
2
|
2
|
10
|
ცხრილიN3. კითხვარის შედეგები
მოსწავლეთა დახურული ანკეტირების
საფუძველზე (ანკეტის შაბლონი მითითებულია დანართი#2) გამოიკითხა
10 მოსწავლე, მათ შორის 6 გოგონა და ოთხი ბიჭი
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზმა ცხადყო : 1.კითხვაზე-
არის თუ არა ინგლისური ენის მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური დამოკიდებულება
70% უპასუხა- დიახ; 30%-მა თავი შეიკავა. კითხვაზე მოგწონს თუ არა ინგლისურის გაკვეთილი?
60%-დიახ; 20% მეტ-ნაკლებად;10%არა. 10% მა თავი შეიკავა. 3. უადვილდებათ, თუ არა ინგლისურის
გაკვეთილი 50% დიახ, 30% მეტ-ნაკლებად,, 20%-არა, 4. არის თუ არა ინგლისურის გაკვეთილი საინტერესო 60%-მა უპასუხა
დიახ, 20%-მა თავი შეიკავა, 10%-მა უპასუხა არა,10%-მა უპასუხა-დიახ. 5.კითხვაზე მოსწონთ
თუ არა ინგლისური ენის გაკვეთილი, 70%-მა უპასუხა- დიახ, 10%-მა არა და20%-მა მეტ-ნაკლებად.
დიახ
|
არა
|
თავი შეიკავა
|
მეტ-
ნაკლებად
|
სულ
|
|
არის თუ არა ინგლისური ენის მასწავლებელსა და მშობლებს
შორის პოზიტიური დამოკიდებულება?
|
7
|
3
|
10
|
||
მოწონს თუ არა ინგლისურის გაკვეთილი?
|
6
|
1
|
1
|
2
|
10
|
გიადვილდება თუ არა ინგლისურის გაკვეთილი?
|
5
|
2
|
3
|
10
|
|
არის თუ არა ინგლისური ენის გაკვეთილი საინტერესო?
|
6
|
1
|
2
|
1
|
10
|
ინგლისური ენის სახელმძღვანელო მოგწონს, თუ არა?
|
7
|
1
|
2
|
10
|
ცხრილიN4. კითხვარის შედეგები
6, შეკითხვაზე - მოსწავლეები იყენებენ, თუ არა კლასის
ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს 50%-მა უპასუხა- დიახ, 30%-მა იშვიათად, 20%-მა თავი
შეიკავა. 7.აძლევს თუ არა მოსწავლეებს მოტივაციას, რესურსები, ინგლისური ენის გაკვეთილზე,
90%-მა უპასუხა დიახ, 10%-მა კი უპასუხა მეტ -ნაკლებად. 8.არის თუ არა მოსაბეზრებელი
ინგლისური ენის გაკვეთილი, 60%-მა უპასუხა-არა, 20%-მა უპასუხა იშვიათად, 20%-მა უპასუხა
მეტ-ნაკლებად. 9.რამდენად არის მოსაბეზრებელი ბევრი სავარჯიშოების შესრულება
ინგლისური ენის გაკვეთილზე, 50%-დიახ, 20% თავი შეიკავა, 30%-მა უპასუხა არა. 10.შეკითხვაზე მოგწონს, თუ არა შეფასების დროს ნიშნის
დაწერა, 60% პასუხობს არა, 20% დიახ, 20% მეტ-ნაკლებად.
დიახ
|
არა
|
თავი შეიკავა
|
იშვიათად
|
ყოველთვის
|
მეტ-ნაკლებად
|
|
იყენებთ თუ არა კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმებს?
|
5
|
2
|
3
|
|||
გაძლევთ თუ არა მოტივაციას , რესურსები, ინგლისური
ენის გაკვეთილზე?
|
9
|
1
|
||||
არის თუ არა მოსაწყენი ინგლისური ენის გაკვეთილი?
|
6
|
2
|
2
|
|||
არის თუ არა მოსაბეზრებელიბევრი სავარჯიშოების შესრულება
ინგლისური ენის გაკვეთილზე?
|
5
|
3
|
2
|
|||
მოგწონს, თუ არა შეფასების დროს ნიშნის დაწერა.
|
2
|
6
|
2
|
ცხრილიN5. კითხვარის შედეგები
გარდა დახურული
ანკეტირებისა, ჩავატარე ინტერვიუ მოსწავლეებთან იმის შესახებ, თუ რა უნდათ მათ შეიცვალოს გაკვეთილზე,
რათა ის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს მათთვის, არაფორმალურ ატმოსფეროში მოსწავლეებმა
გამიზიარეს საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან იზიდავთ ღია გაკვეთილები, რადგანაც ისინი ყოველთვის განსხვავებულად
და საინტერესოდ იგეგმება, სასურველ ფორმად აღიარეს ჯგუფური მუშაობა, და რეალურად ასეთი
ფორმა, არც თუ ისე ხშირად გამოიყენება ჩვენთან, ასევე გამოხატეს სურვილი ხშირად იმუშაონ
პროექტებზე, გამოიყენონ გაკვეთილებზე ისტ-ის ტექნოლოგიები, რაც შეეხება შეფასებას გაკვეთილზე
მოსწავლეების ნაწილი დაინტერესებულია განმსაზღვრელი შეფასებით, თუმცა უმრავლესობამ
გამოხატა აზრი, რომ უფრო სასარგებლოა განმსაზღვრელთან ერთად განმავითარებელი შეფასებაც
და ჯილდოზე მეტად აინტერესებთ ეფექტური უკუკავშირის გამომხატველი კომენტარები.
მასწავლებლებთან ფოკუს-ჯგუფის შედეგები:
დიაგრამა1
დიაგრამა2
დიაგრამა.3
დიაგრამა 4
დიაგრამა5
კვლევის შემდეგ
დიაგრამა 6
დიაგრამა 7
დიაგრამა 8
ვ.ინტერვენციები
კვლევის განმავლობაში, ინტერვენციის ეტაპზე, თანამშრომლობითი
სწავლების სტრატეგიებზე შევიმუშავე და გამოვიყენე ისეთი მეთოდები, რომელიც დამეხმარა
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისა და სწავლისადმი შინაგანი მოტივაციის განვითარებაში.
მნიშვნელოვანი იყო გამეთვალისწინებინა, რომ დაგეგმილი ინტერვენციები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. სასწავლო პროცესში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება- ასევე ორიენტირებული უნდა
ყოფილიყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე. ამისათვის განვსაზღვრე ინტერვენციის ჩატარების დრო, ადგილი, რესურსები ,რომლის შექმნაში
აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და მშობლებმა. კვლევის პერიოდში, კვლევის
შედეგების საფუძველზე დავგეგმე და ჩავატარე რამდენიმე გაკვეთილი, მათ შორის სამოდელო
გაკვეთილები სადაც უშუალოდ აისახა ჩემი ჩარევა-ინტერვენცია.შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი
სამოდელო გაკვეთილი, რომელიც ჩატარდა 1 მაისს. გაკვეთილის თემა იყო ,,ჯანმრთელი ცხოვრება
ჯანმრთელი საკვები“-PBL (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი). შევადგინე სამოქმედო
გეგმა,დავგეგმე ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც დახმარებას გამიწევდნენ,
როგორც მე ასევე ჩემს კოლეგებს და მოსწავლეებს ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში.
პირველი ჩემს
მიერ შესრულებული აქტივობა იყო:
1.აქტივობა ვიდეოს ჩვენება ეკრანზე,
აქტივობის მიზანი: მომეხდინა პროვოცირება
და არსებული თემისადმი ინტერესის აღძვრა. ვიდეოს ჩვენებით მოსწავლეებმა ასევე მიიღეს
ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების წესებზე, ნაჩვენები იყო სხვადასხვა ჯანსაღი და არაჯანსაღი
კვების პროდუქტები.
2. აქტივობა.
პრეზენტაცია ,,slide Show”-ზე , (იხ.
ბლოგზე); აქტივობის მიზანი: მოტივაციის აღძვრა და მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში, მომზადება შეკითხვებისთვის (Brainstorming).სლაიდებით ჩვენების მიზანი იყო
ასევე, გვეჩვენებინა დიდი რაოდენობის ინფორმაციული რესურსები ჯანმრთელ და არაჯანმრთელ
საკვებზე,ვუჩვენებდი კადრებს გაჩერებისა და გადასვლის თანხლებით, რომელიც, ძალიან ეფექტური
და მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი იყო. ამის შემდეგ, მოსწავლეებს წრეში ვუსვამ შეკითხვებს , ვიმეორებთ გარკვეულ ლექსიკურ ერთეულს მოცემულ თემასთან დაკავშირებით შედეგი
.ამ აქტივობით უფრო მოვახდინე მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძება და მათი გააქტიურება გაკვეთილზე.
3. აქტივობა-,,ჯიგსოუს ‘’ მეთოდი.
კითხვის ეს ტექნიკა გამოვიყენე ჯგუფურ მუშაობაში. აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის უნარების
განვითარება .აქტივობის შედეგი: თანამშრომლობისა
და დახმარების საფუძველზე მოსწავლეებმა შესძლეს არსებული პრობლემის დასაძლევად გზების,
იდეების ალტერნატივების ძიება, გენერირება.
აქტივობის აღწერა: მოვახდინეთ დაჯგუფება შემთხვევითი შერჩევის
წესით, ჯგუფებში ვიმუშავეთ ,,ჯიგსოუს ტექნიკით’’, რაც შემდეგში მდგომარეობს: მოვახდინეთ
თემის ნაწილებად დაყოფა, ეს საკითხები გადანაწილდა ჯგუფის წევრებზე, ჯგუფში ხდება ჯგუფის
ხელმძღვანელის არჩევა, რომელიც პასუხისმგებელია
, მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე,
თითოეულ წევრზე გადანაწილებულ თემას სჭირდება ერთი და იგივე დრო, თემა თანაბარი სირთულისაა,
მოსწავლეები თავდაპირველად ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხებს, შემდეგ დგება ექსპერტთა
ჯგუფი, იქმნება იმდენი ექსპერტთა ჯგუფი ,რამდენი ნაწილადაც იყო ჯგუფი დაყოფილი. ექსპერტთა
ჯგუფის შიგნით მოსწავლეები აჯერებენ ინფორმაციულად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ,
თუ როგორ გადასცენ ეს ცოდნა ჯგუფის სხვა წევრს, ბოლოს კი გააერთიანეს დამუშავებული
ნაწილები და ერთ მთლიანობაში წარმოადგინეს.
აქტივობის შედეგები: ავითარებს ურთიერთთანამშრომლობის
უნარებს, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარებს ჯგუფური მუშაობის უნარებს, რაც
თავისთავად მოტივაციის ამაღლებისა და მაღალი ჩართულობის საწინდარია საგაკვეთილო პროცესში.
4.აქტივობა-სიმულაციები-როლური თამაში. მიზანი: კომუნიკაციური უნარების განვითარება,შემოქმედებითი,
კრეატიული უნარების ,ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის განვითარება. როლების გათამაშებით
მოსწავლეებმა შეძლეს გამოეხატათ,
საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს
სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას.
აქტივობის აღწერა: მოვახდინეთ როლური თამაშის
წინასწარ მომზადება, სასწავლო მიზანი, სცენარი, ვიზრუნეთ კოსტიუმებზე. როლური თამაში
შეესაბამებოდა სასწავლო თემატიკას, მოსწავლეთა
ცოდნის დონეს, ინტერესებს და საჭიროებებს.როლები გავწერეთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი
ენით, როლური თამაშის შეფასების კრიტერიუმები შევიმუშავეთ ბავშვებთან ერთად. მოსწავლეებმა
ხალისით და ინტერესით მიიღეს მონაწილეობა, შეძლეს ერთმანეთთან გასაუბრება, ასევე დაბალი
მოტივაციის მოსწავლეებმაც შეძლეს თანამშრომლობითი კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეებმა
უკეთ გაიზრეს, რომ იმისათვის რომ კარგი
კომუნიკაცია გქონდეს, საჭიროა ენის უკეთესი ცოდნა. როლური თამაში ჩავატარეთ ჩვენს მიერ
მოწყობილ ,,სუპერმარკეტში“- სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების
არჩევანი, ე. წ. ,, ცოცხალი პროდუქტების“ სახით.
როლების გათამაშებით მოსწავლეებმა გამოავლინეს ჯანსაღი საკვების მნიშვნელობის აუცილებლობა,
ასევე აღნიშნეს არაჯანსაღი საკვების უარყოფითი მხარეები, მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის
ჯანმრთელობაზე. მათ შეძლეს ემოციით, სხვების
თანდასწრებით, თამამად გამოეხატათ სათქმელი. ამ აქტივობის შესრულებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი
აღძრა.
5.აქტივობა- რესურსების
ორგანიზება და გამოყენება. ერთ-ერთ საინტერესო
აქტივობად ჩავთვალე, ასევე მრავალფეროვანი რესურსების ორგანიზება და გამოყენება სასწავლო პროცესისთვის,
რადგან მოსწავლეების იტერესებიდან გამომდინარე
რესურსების შექმნა ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას.
მრავალფეროვანი
რესურსების შექმნის მიზანი იყო, გამეხადა სასწავლო პროცესი
საინტერესო და მიმზიდველი. რესურსების შექმნას ვახორციელებდით
მთელი ინტერვენციის მანძილზე, ვთანამშრომლობდით კოლეგებთან, დირექტორთან,
მოსწავლეებთან და მშობლებთან. თითქმის ყველა მოსწავლემ
მონაწილეობა მიიღო რესურსების შექმნაში
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა, კრეატიული-შემოქმედებითი
უნარების განვითარება მოსწავლეებში.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შექმნეს
ნახატები, ასევე კომპიუტერში მოიძიეს გასაფერადებელი სურათები, პოსტერები, რომელიც
გააფერადეს, ნახატებში სიმბოლოების საშუალებით
გამოხატეს საკუთარი ინტერესები არსებულ თემასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან საინტერესო
იყო რესურსების გამოყენება ,,ცოცხალი პროდუქტების სახით“, რომელიც მოსწავლეების იდეას
წარმოადგენდა.რესურსების შექმნასა და ორგანიზებაში დიდი იყო მშობლების როლი, მათ ჩართულობამ
არსებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციის განვითარებაზე. მასწავლებელსა და
მშობლებს შორის პოზიტიური და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნაში.
წარმოდგენილ
იქნა , როგორც ჯანსაღი საკვები, (ხილის, ბოსტნეულის, ბურღულეულის, თევზის და ხილის
წვენების სახით), ასევე არაჯანსაღი საკვები(ჰამბურგერის, პიცა, მინერალური სასმელებისა
და პაკეტებში მოთავსებული სხვადასხვა არაჯანმრთელი პროდუქტების სახით). რესურსების
შექმნის დროს მოსწავლეები იღებდნენ ფოტოებს,
რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში,( გვერდზე ,,ხელით გაკეთებული
რესურსები“.)
ასევე ეფექტური
იყო ელექტრონული რესურსები , რომლებიც ნაჩვენები იქნა ეკრანზე.
6. აქტივობა -სიმღერა ,,ჩვენ ვართ ჯანმრთელი“. აქტივობის მიზანი-მოსმენის უნარების განვითარება, სასიამოვნო განწყობის
შექმნა.სიმღერა გამოვიყენეთ, როგორც სასწავლო ეფეტური რესურსი, შევარჩიეთ არსებულ თემატიკას
მორგებული მუსიკა თავისი კლიპით, ასევე მოცემული იყო სიმღერის ტექსტი. თავდაპირველად
მოსწავლეებმა მოისმინეს, შემდეგ თვითონაც შეასრულეს სიმღერა.
გაკვეთილის თემას მორგებული სიმღერით ,,ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებზე“ მოსწავლეებმა შესძლეს
ეთქვათ მთავარი სათქმელი, ეკრანზე ნაჩვენები მუსიკა კლიპის თანდართვით, რომელიც თვით
მოსწავლეების არჩევანი იყო გამოიკვეთა, თუ
რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რატომ უნდა ვუთხრათ
-,, არა არაჯანსაღ საკვებს“.სიმღერის შესრულებით მოსწავლეებმა ძალიან იხალისეს, შეიქმნა
სასიამოვნო განწყობა.
IV.
ინტერვენციების შედეგების შეფასება
ჩემს მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა
ინტერვენციამ დადებითი შედეგი გამოიღო. გამოიკვეთა
ცვლილებები, კერძოდ ჩემს მიერ გამოყენებულმა
სახალისო და მრავალფეროვანმა აქტივობებმა და რესურსებმა, რომლებიც მოვარგე პრობლემური ბავშვების ინტერესებს და შესაძლებლობებს, უფრო საინტერესო გახადა მათი საკოლო ცხოვრება, სიტუაცია
უფრო გაუჯობესდა, მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია და ჩართულობა საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეებთან ერთად მშობლების აქტიურად ჩართულობამ, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს რესურსების დაკომპლექტებაში, ძალიან შემიწყო ხელი ამ პროცესის სწორად წარმართვაში. ჩემს მიერ წარმოებულმა ჩარევამ პოზიტიური შედეგი
მომცა თითქმის ყველა მოსწავლეებისთვის. ინტერვენციის მთელ ეტაპზე დაკვირვებამ
მიჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ასევე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც
ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფებში და წყვილებში, ერთმანეთთან მათი მუშაობა იყო თანამშრომლობაზე და ურთიერთ პატივისცემაზე აგებული.
მოსწავლეთა დაინტერესება შევძელი სხვადასხვა მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიებისა
და აქტივობების გამოყენებით, მათ სტიმული მიეცათ, რომ უკეთ ესწავლათ, ასევე დაინახეს
და გაიაზრეს ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობა,
თუ რამდენად საჭიროა ინგლისური ენის უკეთ ცოდნა, რომ შესძლონ
უკეთ კომუნიკაცია, ენისა , რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა. გარდა ამისა,
მათი ინტერესებისა და მოთხოვნილებების
გათვალისწინებით მორგებულმა აქტივობებმა
ხელი შეუწყო მოსწავლეებს შესაძლებლობების
გამოვლენასა და რეალიზებაში, მათ საკუთარ თავში
გაუღვივა რწმენა, მოეხსნათ სტრესი და შიში, მოსწავლეები უაღრესად მოტივირებულები გახდნენ და ეს უკვე იყო შინაგანი მოტივაცია. ასევე გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად შევიმუშავე განმავითარებელი შეფასების ფორმები,რომელმაც უფრო ეფექტური გახადა სასწავლო პროცესი. მე კი მიზნად დავისახე ყოველთვის
საინტერესოდ დამეგეგმა და სახალისო გამეხადა ჩემი სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წარმატების საწინდარია.
V .მიგნებები და
რეკომენდაციები
ჩემს მიერ ჩატარებული
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი,
რომელიც განახლებას საჭიროებს, პირველ რიგში სახელმძღვანელოებში გამოყენებული ლექსიკური ერთეული უნდა იყოს
ფართოდ გავრცელებული და მრავალფეროვანი, რომ მოსწავლეებმა შესძლონ მისი პრაქტიკულად გამოყენება
ასევე უნდა იყოს მეტი სხვადასხვა სახის სასაუბრო
აქტივობები რომელიც უფრო იქნება ქართულ რეალობას მორგებული. სასურველია ხშირად ტარდებოდეს ისტ-ით გამდიდრებული
გაკვეთილები , რაც მოსწავლეთა მაღალი მოტივაციისა
და ჩართულობის საწინდარია, ასევე სკოლაში უნდა იყოს მეტი ტექნიკური აღჭურვილობა, რომ
მასწავლებელმა დრო არ დაკარგოს მის მოწყობაზე, ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლაში
იყოს უცხო ენის კაბინეტი, სადაც მასწავლებელს
შეეძლებოდა სასწავლო რესურსების, ტექნიკური
საშუალებების, მოსწავლეთა ნამუშევრების განთავსება.
მნიშვნელოვანია გაიზარდოს მშობელთა აქტიურობა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მასწავლებელთა
და მშობელთა უფრო მეტი ურთიერთთანამშრომლობა.
ჩატარებული
კვლევის პროცესში მიღებული
ინფორმაციის საფუძველზე, შევიმუშავე ინტერვენციის ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები,
ეფექტური სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, როლებიც კვლევებზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული,
დავნერგე არასტანდარტული გაკვეთილები, რათა სწავლება გამეხადა უფრო სახალისო და საინტერესო.
ყველაზე მნიშვნელოვანი
პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს, ყოველთვის მოტივაციის მომცემი მოსწავლეებისათვის და სწორედ
მოტივაციის ამაღლების საშუალებას კეთილგანწყობილი მასწავლებელი წარმოადგენს, რომელიც
არის სამართლიანი,განათლებული,მოწესრიგებული,ხალისიანი, რომელსაც შეუძლია
მოსწავლის აქტიური მოსმენა.
VI. დასკვნა
კვლევის დაწყებისთანავე მიზნად დავისახე, ჩემს მიერ გამოყენებული მეთოდები,სტრატეგიები
და აქტივობები ყოფილიყო მიზანმიმართული, რომელიც მოსწავლეებში უფრო აამაღლებდა მოტივაციას
და მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. გასაკუთრებით ვაკვირდებოდი, მთელი ინტერვენციის
მანძილზე , აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს,
მათში აშკარად შეიმჩნეოდა ცვლილებები, მათი შინაგანი მოტივაცია მათ საოცარ აქტიურობაში გამოიხატებოდა, შემიძლია
დავასკნა, რომ ჩემს მიერ განხოციელებულმა კვლევამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, უფრო და უფრო შევძელი მოსწავლეთა
ინტერესის გამოწვევა საგნისადმი. ინტერვენციის განხორციელების პერიოდში მოსწავლეები
თვითონ მთავაზობდნენ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას, მათთვის ცნობილ და საინტერესო აქტივობებს, ითხოვდნენ არჩევანის
უფლებას, ასევე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მრავალფეროვანი რესურსების შექმნაში (იხილეთ
ბლოგი) .
ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა გავუზიარე ჩემს კოლეგებს
და ვფიქრობ კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება
ჩემს მასწავლებლებს, თვითონაც წარმართონ პედაგოგიური კვლევა, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება, იმისათვის, რომ დავინახოთ
სკოლაში საკვლევი პრობლემა, დავსახოთ და განვახორციელოთ
კოლეგებთან და მშობლებთან პრობლემის გადაჭრის გზები და მივაღწიოთ შედეგს.
VII. გამოყენებული
ბიბლიოგრაფია
·
გამოცდების
ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი. ეფექტიანი
სწავლება თეორია და პრაქტიკა (2010)
·
ეროვნული
სასწავლო გეგმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011-2016
·
ვულფოკლი,
(2009) განათლების ფსიქოლოგია, მოსწავლეთა ტიპოლოგია ადაპტირებული სახელმძღვანელოდან. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი
·
თამთა
კობახიძე. გიორგი ნოზაძე. მაია ინასარიძე. მანანა ბოჭორიშვილი. მასწავლებლის წიგნი.შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი
და შიდა სასკოლო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2016
·
მანანა
მელიქიშვილი. დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013
·
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი (2011) I ნაწილი
·
რობერტ ჯ. მარზანო. ეფექტური სწავლება სკოლაში.
წარმატების აღიარების კონკრეტული სიმბოლოები.
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრი (2009)
·
რუსუდან
ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი, ქეთევან თოფაძე, თათა პაჭკორია, თამარ ბუწაშვილი. სწავლება
დაშეფასება.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2009
·
სასწავლო და პროფესიული გარემო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2008)
·
სიხარულიძე მ. ინტერნეტგაზეთი ( 6. 04). სწავლის მოტივაცია-თეორია სტრატეგიები. საიტის მისამართია http://mastsavlebeli.ge/
·
სწავლება
და შეფასება- მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ცენტრი (2008)
·
სწავლების
და სწავლის ახალი მიდგომები. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარება. საქრთველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტი
ილია ჭავჭავაძე.
დანართები
ანკეტა მშობლებისათვის
მოგესალმებით
პატივცემულო მშობლებო! ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას
მოსწავლეებში ,,დაბალი მოტივაცია და ჩართულობა
ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში“- ამდენად
თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია/ გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე გულწრფელად, გამოკითხვა ანონიმურია:
1.
ხართ თუ არა დაინტერესებული, თქვენმა შვილმა იცოდეს
ინგლისური ენა?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
2. როგორ ფიქრობთ, უყვარს თუ არა თქვენს შვილს ინგლისური?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
3.არის თუ არა მშობლებსა და მასწავლებლებს
შორის ურთიერთობა
პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
4 .თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას
დიდ დროს ანდომებს?
□ დიახ
□ არა
□ არ ვიცი
5.ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს დავალების
შესრულებაში?
□დიახ
□ იშვიათად
□ მეტ-ნაკლებად
6. აქვს თუ არა თქვენს შვილს დადებითი მოტივაცია,
როცა ინგლისური აქვს?
□ დიახ
□ არასდროს
□ მეტ-ნაკლებად
7.უყვარს თუ არა თქვენს შვილს ინგლისური ფილმები(ანიმაციები)
და მუსიკა?
□დიახ
□არასდროს
□ მეტ-ნაკლებად
8.ითანამშრომლებთ ,თუ არა ინგლისური ენის მასწავლებელთან მოტივაციის ამაღლების
მიზნით?
□დიახ
□ არასდროს
□ მეტ-ნაკლებად
მადლობა მონაწილეობისთვის .
დანართი#1
ფოკუს-ჯგუფი:
კითხვარი
მასწავლებლებთათვის
1.რამდენად მიიჩნევთ დაბალ მოტივაციას და
ჩართულობას პრობლემად?
2.მზად
ხართ თუ არა თანამშრომლობისთვის და ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობისთვის?
3.გააზიარეთ თქვენეული
ერთი მეთოდი, თუ როგორ ავამაღლოთ მოტივაცია.
ანკეტა
მე-7 კლასელ მოსწავლეთათვის.
მოგესალმებით
, ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში
,, დაბალი მოტივაცია და ჩართულობა ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში“. თქვენი
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე გულწრფელად. გამოკითხვა
ანონიმურია.
1.არის, თუ არა ინგლისური ენის მასწავლებელსა
და მოსწავლეებს შორის პოზიტიური
დამოკიდებულება?
□ დიახ
□ არა
□ თავი შეიკავა
2.მოგწონს
თუ არა ინგლისურის გაკვეთილი?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
3. გიადვილდება
, თუ არა ინგლისურის გაკვეთილი?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
4.არის თუ არა, ინგლისური ენის გაკვეთილი საინტერესო?
□ დიახ
□ არა
□ თავი შეიკავა
5ინგლისური
ენის სახელმძღვანელო მოგწონს თუ არა?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
6.
იყენებთ, თუ არა ხშირად კლასის ორგანიზების
სხვადასხვა ფორმებს?
□ დიახ
□ იშვიათად
□ თავი შეიკავა
7. გაძლევთ, თუ არა მოტივაციას , რესურსები, ინგლისური ენის გაკვეთილზე?
□ დიახ
□ ყოველთვის
□ მეტ- ნაკლებად
8.არის
თუ არა მოსაწყენი ინგლისური ენის გაკვეთილი?
□ იშვიათად
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
9. არის, თუ არა მოსაბეზრებელი ინგლისური
ენის გაკვეთილზე ბევრი
სავარჯიშოების შესრულება?
□ დიახ
□ არა
□ თავი
შეიკავა
10 .მოგწონთ თუ არა შეფასების დროს ნიშნის დაწერა?
□ დიახ
□ არა
□ მეტ-ნაკლებად
მადლობა
მონაწილეობისთვის.
დანართი#2
IX.
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ
ჩემი
პრაქტიკული კვლევა ჩავატარე სსიპ მარტვილის
მუნიციპალიტეტის სოფელ დიდიჭყონის N1 საჯარო სკოლში. კვლევა
დავიწყე 2019 წლის თებერვლის
დასაწყისში და დავამთავრე მაისის ბოლოს.
კვლევის თემა იყო ,,დაბალი მოტივაცია
და ჩართულობა ინგლისური ენის საგაკვეთილო
პროცესში“. ჩემი კვლევის სამიზნე ობიექტი
იყო მე-7 კლასის მოსწავლეები. ჩემი კვლევის
მიზანი იყო დავხმარებოდი მე-7 კლასის
მოსწავლეებს მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდაში,
ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესში.
საკვლევი საკითხის გარკვევის შემდეგ შევიმუშავე
კითხვარები; ფოკუს -ჯგუფი (მასწავლებლები); მივმართე
ანკეტირებას -მოსწავლეებთან და მათ
მშობლებთან. დავგეგმე საინტერესო აქტივობები,
რაც პრაქტიკულად განვახორციელე
ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე. ინტერვენციის პერიოდში
მუდმივად ვქმნიდი და ვიყენებდი მრავალფეროვან
რესურსებს, რამაც ძალიან საინტერესო
და მიმზიდველი გახადა საგაკვეთილო პროცესი. სახალისო
ტიპის აქტივობები, როგორიცაა,
როლური თამაშები, ჯიგსო, სიმღერები
და სხვა ეფექტური გახადა სწავლა-სწავლების პროცესი. შევხვდი ფოკის-ჯგუფებს , მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მათთან შეხვედრებით გამოვლინდა
მოსწავლეთა დაბალი ჩართულობისა და მოტივაციის
მიზეზები, ასევე მოსწავლეებთან გამოვიყენე პირდაპირ ინტერვიუს მეთოდი, რის საშუალებითაც მივიღე საკმაო ინფორმაცია,
რაც გავითვალისწინე ინტერვენციის ეტაპზე.
ინტერვენციის განმავლობაში
ვაკვირდებოდი ცვლილებებს მოსწავლეებში, მათი საოცარი გააქტიურება შეიმჩნეოდა
, რამაც ჩემს მოლოდინებს
გადააჭარბა, მაქსიმალურად ყველა მოსწავლე ჩაერთო
სასწავლო პროცესში,, მოსწავლეები, თვითონ მთავაზობდნენ
მათთვის საინტერესო და სასურველ აქტივობებს,
ასევე თვითონ მოიძიებდნენ
და აკეთებდნენ მრავალფეროვან რესურსებს, თუმცა უნდა აღვნიშნო უარყოფითი მხარე,
რაც აშკარად გამოვლინდა ინტერვენციის ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რომელიც განხორციელებულ იქნა მოსწავლეებთან ერთად (კერძოდ მრავალფეროვანი, დიდი
რაოდენობით რესურსების ორგანიზება) ზოგიერთი მოსწავლისათვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, აუცილებელი იყო გამეთვალისწინებინა მეტი ზომიერების დაცვა, რაც მოსწავლეთა
დემოტივაციას არ გამოიწვევდა, შევეცდები ეს ხარვეზი მომავალში გავითვალისწინო.
დადებითი
შედეგი მომცა მოსწავლეების, მასწავლებლებისა
და მშობლების თანამშრომლობამ და ძალისხმევამ. აღსანიშნავია
მშობლების აქტიური მონაწილეობა
ინტერვენციის პერიოდში., ისინი დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სწავლის პროცესით., ამით უფრო გამყარდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
შორის ურთიერთთანამშრომლობა.ასევე მთელი კვლევის
პერიოდში ვთანამშრომლობდი სკოლის დირექტორთან.
კვლევის შედეგები წარვადგინე და განვიხილეთ კოლეგებთან პრეზენტაციის სახით, სპეციალურად
დაგეგმილ შეხვედრაზე. კოლეგებისგან მივიღე
ეფექტური განმავითარებელი უკუკავშირი,
რომელიც ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. კოლეგებმა პოზიტიური შეფასება
მომცეს და გამოხატეს მზაობა, რომ თვითონაც გამოიყენებდნენ მსგავს
ჩარევებს თავიანთ პრაქტიკაში, რადგანაც
ეს პრობლემა მათთვისაც
საკმაოდ აქტუალურია. შეიძლება ითქვას ,
რომ ჩემს მიერ განხორციელებულმა კვლევამ, დიდი გამოცდილება შემძინა, სასწავლო პროცესი
გახდა მეტად საინტერესო არა მარტო მოსწავლეებისათვის,
არამედ ჩემთვისაც. მომავალში შევეცდები,
რომ მსგავსი კვლევები
დავგეგმო და ჩავატარო სკოლაში არსებული
პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან პრაქტიკული კვლევა არის, საუკეთესო ალტერნატივა
იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ შეიძლება წამოვჭრათ არსებული პრობლემა და დავსახოთ მისი გადაჭრის რეალური გზები, იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური
პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის
შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა
ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა
და დაინახოს შედეგი. პედაგოგიური კვლევის ანგარიში ხელს უწყობს
მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში, იზრდება ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
შორის, ასევე ხდება გამოცდილების გაზიარება.
No comments:
Post a Comment