რესურსები



სასწავლო  რესურსების  გამოყენების  ინსტრუქცი
                       და  რეფლექსია 

ღია   საგანმანათლებლო   რესურსების  ინგლისურენოვანი  ლოგო



                                         ხელით   გაკეთებული რესურსები

ღია საგანმანათლებლო რესურსები გამოიყენება სწავლების,სწავლისა შეფასებისთვის, ასევე კვლევითი მიზნებისთვის.როგორც ,,სწავლების, სწავლის და კვლევით რესურსებში  შედის მთლიანიკურსები, კურსის მასალები, მოდულები სახელმძღვანელოები ვიდეოები, კოლაჟები,ტესტები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა ინსტრუმენტი, მასალა ან ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ცოდნასთან უზრუნველსაყოფად. ეს არის მასალა სწავლების, სწავლისა და კვლევისათვის.მოიცავს სასწავლო მასალებს,მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის
ნებისმიერ საფეხურზე საგანმანათლებლო რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბეჭდური რესურსების, ხელნაწერი რესურსების და თვალსაჩინოებების გამოყენება, ხელს უწყობს მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩასატარებლად, გვეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურად დავანახოთ და მივაწოდოთ არსებული ინფორმაცია თვალსაჩინოდ, რაც მათ ეხმარება ინფორმაციის უკეთ აღქმაში,მოსწავლეთა ინტერესების გაღვივებას, ცოდნის გააქტიურებას, ახლადშეძენილი ცოდნის გამთლიანებას და შეჯამებას. ამ მიზნით  ვცდილობ გაკვეთილზე გამოვიყენო სასწავლო რესურსები: ეს იქნება ბეჭდური რესურსების, როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე თვალსაჩინოებები, რომლებიც ახლავს სახელმძღვანელოს: Macmillan-English world-ზე განთავსებულ ელექტრონულ დავალებებს და რესურსებს.
თითოეულ თემას, რომელსაც თან ახლავს ნახატად  ,,ქცეული“ რესურსი, პოსტერი თავისი შესატყვისი კოლაჟებით და მასზე გაკეთებული პრეზენტაციები დიდად დამეხმარა, რომ ყველა მოსწავლე ყოფილიყო ჩართული აქტიურად, იმისათვის, რომ  გაკვეთილი გამეხადა საინტერესო, სახალისო და მოტივირებული.ელექტრონული სლაიდებიდან, მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს  შესასწავლი გრამატიკული საკითხი , რადგან ინფორმაცია ვიზუალურად იყო გაფორმებული, გრამატიკულ ფორმებს თან ახლდა კოლაჟები და ილუსტრაციები, რომლებიც ორიენტირებული იყო მოსწავლეთა კონცენტრირებისათვის.
Macmillan-English world-ზე განთავსებული რესურსები ცალ-ცალკე კომპეტენციაში, როგორიცაა: Grammar, Grammar in conversation, Spelling, Class composition, listening , reading- ძალიან სახალისო გახდა მოსწავლეებისათვის, ხელი შეუწყო მოსწავლეებში, მოსმენის, კითხვის და დამახსოვრების  უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობები განთავსებულია Macmillan English world-ზე და DVD-ზე.
გამოყენებული დიალოგი ,,Grammar in conversation”  და ,,Video” დაკავშირებული იყო ნასწავლის დიალოგში გაგებასთან, დიალოგში მოსმენით ხელი შეუწყო მოსწავლეებში - მოსმენის უნარების განვითარებას და ნანახმა ვიდეომ ვიზუალურად დაანახა მოსწავლეებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ზრდილობიანი მიმართვის ფორმები.












                                                           
                                                         







No comments:

Post a Comment

Past simple vs past perfect