მასწავლებლის პორტფოლიო

 ბლოგის   შექმნის რეფლექსია 

ბლოგი, როგორც სწავლა-სწავლების ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება . სასწავლო  პროცეში   აუცილებელია  მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება,როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის(ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II მუხლი 8,თბილისი,2011)
იმისათვის, რომ გაკვეთილი გავხადო, მოტივირებული და ადვილად მისაღწევი გარკვეული მიზნებისათვის.ვიყენებ მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს. ჩემი დიდი სურვილი იყო, შემექმნა ბლოგი,  სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სასწავლო ელექტრონული რესურსები, ბავშვებისათვის სახალისო პრეზენტაციები,საინტერესო ვებ-გვერდები.
ბლოგის ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ მოსწავლეებში:
       *ემსახურება დადებითი ემოციური ფონის შექმნას;
       *ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს;
      *ზრდის მოსწავლის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას
       *სწავლებას ხდის მრავალფეროვანს.
მეორეს მხრივ მასწავლებლებს:
       *ეხმარება მოსწავლის უკეთ გაგებაში, ცოდნისა უნარების უკეთ შეფასებაში, მათი ინტელექტის დადგენაში.
       *ეხმარება კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში;
       *ეხმარება ინოვაციების გაცნობასა და ურთიერთგაზიარებაში.
აღნიშნული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით.აქ განთავსებული რესურსების გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს. უნდა ითქვას, რომ ბლოგი მუდმივი შეფასების პროცესშია და აქ  განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი საწავლო რესურსი
ბლოგში ელექტრონული გვერდის მეორე და მესამე ბლოკში (სახელწოდებით ,,მასწავლებლის პორთფოლიო“)
     მასწავლებლის პორთფოლიო  2017-2018 სასწავლო წელი
        რეფლექსია- ელექტრონულ გვერდზე განთავსებული სასწავლო რესურსის შესახებ.
        ჩემი პირადი დოკუმენტაცია
     რეფლექსია რესურსების შექმნაზე.
        სასწავლო პროექტები.











     

            ჩატარებული  გაკვეთილის რეფლექსია.

ჩემი  გაკვეთილის  მიზანი  იყო , პირის ნაცვალსახელი ობიექტურ ბრუნვაში, თუ რამდენად შესძლეს მოსწავლეებმა პირის ნაცვალსახელების გამოყენება ობიექტურ ბრუნვაში მოსმენის საფუძველზე, რომლის გაგება შემოწმებულ იქნა  ; გრამატიკა დიალოგში“.
წინარე ცოდნის კონცეტრირებისა დ ა  მოტივაციის გამოწვევის მიზნით გამოვიყენე თამაში  ,,ბინგო“.  გამოვიყენე სტრატეგია; რა ვიცი / რა მინდა ვიცოდე/ და რა ვისწავლე.გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიამ დიდი გავლენა იქონია მოსწავლეთა ჩართულობაზე და პროდუქტიულ ინტეგრაციაზე.
ვიმუშავეთ გაკვეთილის სამოქმედო გეგმის მიხედვით. ჩემი დიდი წარმატება იყო , ეკრანზე ჩვენებით (power point) მოსწავლეებთან გამოვიყენე ინდუქციის მეთოდი,მოსწავლეების დახმარებით გავაანალიზეთ, წინადადებებში პირის ნაცვალსახელების გამოყენება ობიექტურ ბრუნვაში,რომელსაც თან ახლდა კოლაჟები.რის საფუძველზეც გავაკეთე პრეზენტაცია ჩემს მიერ გაკეთებულ რესურსზე.
გაკვეთილზე  გა მოვიყენე სხვადასხვა სახის აქტივობები.წყვილებში მუშაობის დროს გამოყენებულმა სტრატეგიამ  ,,დაფიქრდი, დაწერე , გააზიარე- მოსწავლეებმა შესძლეს  მოსმენის საფუძველზე (Grammar in conversation) - წინადადებებში წერტილების ნაცვლად, პირის ნაცვალსახელების ობიექტურ ბრუნვაში გამოყენება.ამით გრამატიკის ცოდნასთან ერთად გამოიკვეთა ,მოსმენის უნარების განვითარება. გაკვეთილის პროცესში ვცდილობდი შემესრულებინ ა ფასილიტატორის ფუნქცია და მეტი ჩართულობა მიმეღო მოსწავლეების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა , სხვადასხვა სახის აქტივობის შესრულებითა და შესრულების  გზების გაანალიზებით .გაკვეთილზე ვუჩვენეთ და განვიხილეთ ვიდეო ელექთრონული რესურსით, რომელშიც აღწერილი იყო ზრდილობიანი შეკითხვის ფორმები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ზრილობიანი შეკითხვის ფორმები , თხოვნის დროს.ჩემთვის აღმოჩენა იყო , რომ მრავალფეროვანი აქტივობების შესრულება შევძელით ელექტრონული რესურსების საშუალებით,ეს იყო ის, რისი გაკეთება არ შემეძლო ადრე და ეხლა კი შემიძლია. გაკვეთილზე აქტიურად ჩართული იყო სსსმ მოსწავლე.  ახალი მასალის ფარგლებში , მოსწავლეებმა შესძლეს შეესრულებინათ სიმღერა,შეიქმნა სასიამოვნო ატმოსფერო.გაკვეთილი დასასრულს , მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების ცხრილი რომლის საშუალებით, მათ აღნიშნეს თუ რა მოეწონათ გაკვეთილზე და რა არა.
გაკვეთილზე ცვლილების შეტანა არ დამჭირვებია, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც შემდგომი  გაკვეთილის ჩატარებისას უნდა გავითვალისწინო, უფრო მეტი  აქტიური  ჩართულობა მოსწავლეების მხრიდან და ჩემის მხრიდან უფრო ნაკლები აქტიურობა, რასაც შევეცდები გავითვალისწინო შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისას.




    ინფორმაციულ - საკომუნიკაციო
 ტექნოლოგიების გამოყენების  რეფლექსია

ნებისმიერ  გაკვეთილზე, ზოგადად დაწყებით საფეხურზე ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ხელს უწყობს მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩასატარებლად  .ისტ-ის გამოყენება   გვეხმარება, მოსწავლეებს ვიზუალურად დავანახოთ და მივაწოდოთ არსებული ინფორმაცია თვალსაჩინოდ, რაც მათ ეხმარება ინფორმაციის უკეთ აღქმაში,ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების გაღვივებას, ცოდნის გააქტიურებას , ცოდნის კონსტრუირებას, ახლადშეძენილი ცოდნის გამთლიანებას და შეჯამებას.
ამ მიზნით ყოველთვის ვცდილობ გაკვეთილზე გამოვიყენო ისტ-ის ტექნოლოგიები და რესურსები, რაც ახლავს სახელმძღვანელოს: Macmillan-English world-ზე განთავსებულ მრავალფეროვან ელექტრონულ დავალებებს და რესურსებს.
თითოეულ  თემას, რომელსაც თან ახლავს ნახატად ,,ქცეული’’ რესურსი, პოსტერი თავისი შესატყვისი კოლაჟებით და მასზე გაკეთებული პრეზენტაციები  დიდად დამეხმარა, რომ ყველა მოსწავლე ყოფილიყო ჩართული აქტიურად. იმისათვის, რომ გაკვეთილი გამეხადა სახალისო, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, გამოვიყენე აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იყო თამაშთან და ,,კეთებით სწავლებასთან“, რამაც ბევრად უკეთესი შედეგი მომცა, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.ბავშვები ხალისით კითხულობდნენ წინადადებებს ელექტრონული სლაიდებიდან -გამოყენებული ინდუქციის მეთოდით.ისტ-ის გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს  შესასწავლი გრამატიკული საკითხი, რადგან ინფორმაცია ვიზუალურად იყო გაფორმებული, გრამატიკულ ფორმებს თან ახლდა შესატყვისი კოლაჟები და  ილუსტრაციები, რომლებიც შერწყმული იყო მოსწავლეთა კონცენტრირებისათვის.საპრეზენტაციო  ფაილის სლაიდებიდან შევძელი შედეგის მიღწევა მოკლე დროში.
უცხო ენაში, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კითხვა- სწორი ინტონაციით,ელექტრონული რესურსით -CD დაDVD-ით სარგებლობა, რომელიც თან ახლავს სახელმძღვანელოს და ასევე რესურსები, რომლებიც განთავსებულია ჩემს ბლოგზე  Macmillan-English world-ზე მეხმარება მოსწავლეებში, სწორი ინტონაციით კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

Macmillan-English world-ზე განთავსებული ელექტრონული რესურსები და დავალებები , რომელში მოცემული იყო სიმღერა თავისი კოლაჟებით, ძალიან სახალისო გახდა  მოსწავლეებისათვის,ხელი შეუწყო მოსწავლეებში, მოსმენის, კითხვის და დამახსოვრების უნარ- ჩვევების განვითარებას.აქტივობები განთავსებულია DVD-ზე და Macmillan-English world-ზე  Resources https//www.macmillanyounglearners.com.ssსსს ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო, როცა ისტ-ის გამოყენებით შევძელი გაკვეთილი გამეხადა, მრავალფეროვანი,სახალისო და მოტივირებული.
გამოყენებული დიალოგი და ,,Grammar in conversation”და Video, რომელიც დაკავშირებული იყო ნასწავლი დიალოგის გაგებასთან- დიალოგში მოსმენით, ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოსმენის უნარების განვითარებას და ასევე ნანახმა ვიდეომ ვიზუალურად დაანახა მოსწავლეებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ზრდილობიანი მიმართვის ფორმები.


                           სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
    
           ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი-კონკია(Cinderella). გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება მოსწავლეებმა შესძლეს, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური საშუალებებით სქემა, ნახატი, მელოდია....მიღებული ინფორმაციის ინტერაქციის განვითარება. გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო ელექტრონული რესურსები, ასევე ჩვენს მიერ გაკეთებული რესურსები, ნახატები ზღაპრის მთავარ გმირებზე,ანიმაციური ფილმის ნაწყვეტი,როლური თამაში და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები პროვოცირებისა და მოტივაციის გამოწვევის მიზნით,მოსწავლეებმანახეს ანიმაციური ფილმის ნაწყვეტი-ქართული კონკია. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა სწავლების სტრატეგია: რა ვიცი/ რა მინდა ვიცოდე/ და რა ვისწავლე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა ჩართულობაზე და პროდუქტიულ ინტეგრაციაზე
ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმის მიხედვით,მოსწავლეებმა გამოიცნეს ზღაპრის მთავარი გმირები,მოკლედ დავახასიათეთ ზღაპრის სახეები, რა სტრუქტურული მახასიათებლები აქვს აქვს ქართულ ზღაპარს, რა თვისებებით ხასიათდებიან კონკიას მთავარი გმირები წინარე ცოდნის სინონიმებისა და ანტონიმების გამოყენებით. სსსმ მოსწავლე ასახელებს ზღაპრის პოზიტიურ გმირს, კონკიას, აკონკრეტებს, თუ რატომ მოსწონს ის.
გაკვეთილზე გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის აქტივობები: წყვილებში მუშაობა,მოსმენილ იქნა ტექსტი Cinderella-ზე CD-ის საშუალებით, მოსწავლეებმა ამოწერეს ახალი სიტყვები,შპადელებზე და ჩაარჭვეს ვაშლებში-სწავლა კეთებით.ჯგუფურ მუშაობაში გამოყენებულ იქნა კითხვის ტექნიკა-ჯიგსოუს  კითხვის ტექნიკა. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ტექსტს ამუშავებენ აბზაცების მიხედვით და ბოლოს ხდება ტექსტის გამთლიანება ვიდეოსთან. მოსწავლეებმა მოაწყვეს კოსტიუმირებული როლური თამაში, ასევე ახალი მასალის ფარგლებში მოსწავლეებმა შესძლეს შეესრულებინათ საახალწლო სიმღერა კონკიაზე, შეიქმნა საახალწლო სახალისო ატმოსფერო.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დაურიგდათ თვითშეფასების ცხრილი,სადაც მოსწავლეებს უნდა აეღწერათ, თუ რა მოეწონათ, ან რა არ მოეწონათ.

                        გაკვეთილის         რეფლექსია                       
ჩემი   გაკვეთილის  თემა იყო,  ,, Valentine’s  day”, ხოლო მიზანი იყო ემფატური ნაცვალსახელების  წარმოება და  გამოყენება,  რომლის გაგება შემოწმდა გრამატიკულ დიალოგში   ,,Grammar in Conversation”.
   საგაკვეთილო  თემის  მოტივაციისა პროვოცირების მიზნით გამოვიყენე  ვიდეო  ,,ვალენტინობის დღე“  მსოფლიოში პატარებისთვის, რის საფუძველზე გონებრივი იერიშის  დახმარებით  შევძელი  გამეგო  თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ  ბავშვები ამ  დღესთან  დაკავშირებით. გამოვიყენე სწავლების სტრატეგია: ,, რა  ვიცი;  რა მინდა ვიცოდე  და რა გავიგე“
ვიმუშავეთ გაკვეთილის სამოქმედო გეგმის მიხედვით. ჩემი დიდი  წარმატება იყო ეკრანზე ჩვენებით - (Power point)  , მოსწავლეებმა შესძლეს ინდუქციის მეთოდით  (ჯერ  მაგალითები    და        შემდეგ  წესი) გავაანალიზეთ ემფატური ნაცვალსახელების გამოყენება  წინადადებებში,  რომელთაც თან ახლდა კოლაჟები. ამის  საფუძველზე  გავაკეთე პრეზენტაცია  ემფატურ  ნაცვალსახელებზე  ჩემს მიერ  გაკეთებულ რესურსით.
გაკვეთილზე   ასევე  გამოყენებულ  იქნა  სხვადასხვა  აქტივობები.  წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა შესძლეს  ემფატური ნაცვალსახელების  სწორად გამოყენება წინადადებებში,  ასევე მოსმენის  საფუძველზე  მოსწავლეებმა  შესძლეს  ემფატური ნაცვალსახელების  ჩასმა წინადადებებში.
გაკვეთილზე  მოსწავლეებმა  იმუშავეს ჯგუფებში, გამოყენებულ იქნა  კითხვის post reading activity,  ,,giving title”  წაიკითხეს ტექსტი  თითეული აბზაცი დაასათაურეს. ჯგუფური მუშაობის  დროს  ვცდილობდი შემესრულებინა  ფასილიტატორის ფუნქცია, ასევე საინტერესო  იყო, აგრეთვე  რომ მოსწავლეებმა იმღერეს  ,,ვალენტინობის დღეზე“,  შეიქმნა სასიამოვნო განწყობა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს  დაურიგდათ  თვითშეფასების ცხრილი, რის საშუალებითაც შეეძლოთ დაეფიქსირებინათ,  რა იყო  გაკვეთილზე  მოსაწონი და რა არა.  Yes  or No.
გაკვეთილზე ცვლილების შეტანა არ დამჭირვებია, თუმცა გამოიკვეთა საკითხი,  რომელიც შემდგომ  გაკვეთილის დაგეგმვისას  უნდა გავითვალისწინოთ.  უფრო მეტი  ჩართულობა  მოსწავლეების მხრიდან  და ნაკლები  ჩართულობა  მასწავლებლის მხრიდან,რასაც შევეცდები ყურადღება მივაქციო, შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვისას.                                 


















1 comment:

  1. მე მქვია ლუკას მაქსი, მე ვცხოვრობ ნიდერლანდებში. ერთი კვირის წინ ახალი Rolls-Royce ვიყიდე, რადგან უკვე სამი თვეა, რაც ილუმინატების შეკვეთას შევუერთდი და ძლივს მოვახერხე ჩემი ოჯახის შესანახი. ოდნავ მოგიყვებით ჩემს შესახებ. სიღარიბეს ასე აღვწერდი, უნივერსიტეტში არასდროს დავდიოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბენზინგასამართ სადგურზე წავედი სამუშაოდ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ხელფასი საკმარისი იყო. როდესაც გავთხოვდი, ჩემი შვილი დაიბადა, სერიოზული ფინანსური პრობლემები შემექმნა და მუდმივი ვალი შემექმნა. ერთ შუადღეს ახალი Lamborghini გავიდა საწვავის სადგურში. ახალგაზრდა კაცი მანქანიდან გადავიდა, ის დაახლოებით 28-30 წლის იყო. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ახალგაზრდებს ამდენი ფულის მიღება. მშვიდად ვუთხარი ჩემს თავს, რა უნდა გააკეთო, რომ ასე მართო მანქანა? მან მომისმინა და იცინოდა, მან დამაკავშირა ილუმინატის შეერთებით, ლორდ პატრიკის დახმარებით და დღეს გავხდი მდიდარი და ცნობილი, თუ თქვენც გაინტერესებთ WhatsApp +2348055329159 ან გაუგზავნეთ ელ.ფოსტით agentpatrick5@gmail.com

    ReplyDelete

Past simple vs past perfect