ბლოგის შექმნის მიზანი
ბლოგი, როგორც სწავლა-სწავლების ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება . სასწავლო პროცეში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება,როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის(ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II მუხლი 8,თბილისი,2011)
იმისათვის, რომ გაკვეთილი გავხადო, მოტივირებული და ადვილად მისაღწევი გარკვეული მიზნებისათვის.ვიყენებ მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს. ჩემი დიდი სურვილი იყო, შემექმნა ბლოგი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სასწავლო ელექტრონული რესურსები, ბავშვებისათვის სახალისო პრეზენტაციები,საინტერესო ვებ-გვერდები.
ბლოგის ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ მოსწავლეებში:
*ემსახურება დადებითი ემოციური ფონის შექმნას;
*ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს;
*ზრდის მოსწავლის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას
*სწავლებას ხდის მრავალფეროვანს.
მეორეს მხრივ მასწავლებლებს:
*ეხმარება მოსწავლის უკეთ გაგებაში, ცოდნისა უნარების უკეთ შეფასებაში, მათი ინტელექტის დადგენაში.
*ეხმარება კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში;
*ეხმარება ინოვაციების გაცნობასა და ურთიერთგაზიარებაში.
აღნიშნული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით.აქ განთავსებული რესურსების გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს. უნდა ითქვას, რომ ბლოგი მუდმივი შეფასების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი საწავლო რესურსი